"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
სპორტი ·

UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილზე უსმან ნურმაგომედოვისა და მისი ახლობლების თავდასხმა დაგმო. სტერლინგმა მომხდარს ცხოველური საქციელი უწოდა და აღნიშნა, რომ პროფესიონალი მებრძოლები მსგავსად არ უნდა იქცეოდნენ.