შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

სპორტი ·

შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ისტორიაში მესამასე მატჩი ჩაატარა, საკუთარ მოედანზე ტონგას 55:31 სძლია. არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ, ჩვენი გუნდი ინიციატივას დაეუფლა, პირველი ტაიმი 22:14 მოიგო, საბოლოოდ კი ლამაზი თამაშით დიდი ანგარიშით გაიმარჯვა - ტონგას ზედიზედ მეექვსედ მოუგო. ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9.