თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კარატეს საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

სპორტი ·

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კარატეს საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კარატეს საერთაშორისო ტურნირი Tbilisi Open მიმდინარეობს. შეჯიბრებაში შვიდი ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. გახსნის ცერემონიაზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პირველი საპატიო წევრი გახდა. მას მედალიონი და სერტიფიკატი გადასცეს.