საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
სპორტი ·

ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა მალავისთან მატჩში დუბლი შეასრულა და 70 გოლით ქვეყნის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ჰოსამ ჰასანის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც ნაკრებში 69 გოლი ჰქონდა გატანილი.