საქართველოს ნაკრების ახალი 7-იანი ზურიკო დავითაშვილი იქნება
სპორტი ·

საქართველოს ნაკრების ახალი 7-იანი ზურიკო დავითაშვილი იქნება 23:19 / 13-11-2026 Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ახალი 7-იანი ზურიკო დავითაშვილი იქნება. “ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებამდე, საქართველოს ნაკრებში 7-ნომრიან მაისურს ზურიკო დავითაშვილი მოირგებს. ღირსეულად გეტარებინოს კაპიტნის ნომერი, ზურიკო!“ - წერს Geo Team-ი. შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა "ბარსელონასთან“ მატჩში მიიღო. მან ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის შემდეგაც ოპერაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო პერიოდს კი რამდენიმე თვე დასჭირდება.