საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების შეხვედრა დასრულდა

სპორტი ·

საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების შეხვედრა დასრულდა

ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა უნგრეთის გამარჯვებით, 0:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე. შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.