საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ

სპორტი ·

საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ

უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იოჟეფ საბო თანამემამულეთა თამაშით უკმაყოფილო, მაგრამ საქართველოს ნაკრების დამარცხებაში დარწმუნებულია. „ჩრდილოეთ ირლანდიამ პრაქტიკულად ყველა სტატისტიკურ მაჩვენებლებში მოგვიგო და სათამაშო დისციპლინაც უკეთესი ჰქონდა. ბურთს ვფლობდით, რაც, შესაძლოა, იმის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს თანაბარი თამაში იყო. თუმცა, მე ჩემი ფეხბურთელების არ მესმის. ნუთუ არ შეიძლება უფრო აგრესიული იყო? როგორც ჩანს, ასეთია ახლა ჩვენი დონე. ხაფანგში გავებით.