საბა ლაზიშვილის დებიუტი RAF-ის დიდ არენაზე - ვინ არიან ქართველი სპორტსმენების მეტოქეები
სპორტი ·

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავე პირველად ექცევა ასეთი მასშტაბური საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. მისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად - შანსი, რომელიც შეიძლება კარიერის გარდამტეხ მომენტად იქცეს. ვინ არიან ქართველი სპორტსმენების მეტოქეები? მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ მარლონ მორაესს დაუპირისპირდება. ეს ორი სპორტსმენი ერთმანეთს კარგად იცნობს - მათ შორის დაპირისპირება UFC-შიც შედგა, სადაც გამარჯვება დვალიშვილმა მოიპოვა. ამჯერად მათი შეხვედრა უკვე ჭიდაობის წესებით გაიმართება.