RAF-ის თანადამფუძნებელი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა
სპორტი ·

ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტეინი სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი უკვე თავისუფალია. „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა აბუ-დაბიში. გულწრფელ მადლობას ვუხდით აბუ-დაბის შესაბამის უწყებებს პროფესიონალიზმისა და გაწეული მხარდაჭერისთვის. ჩვენ კვლავ წინსვლაზე ვართ ორიენტირებული და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ისევ ჩვენთან არის“, - აღნიშნულია ბრონშტეინის განცხადებაში.