RAF-ის ღონისძიებაში საბა ლაზიშვილი უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად მიიღებს მონაწილეობას
სპორტი ·

14 ნოემბერს აბუ-დაბიში RAF-ის ღონისძიებაზე 3 ქართველი სპორტსმენი: მერაბ დვალიშვილი, საბა ლაზიშვილი და გიგა ჭიკაძე იასპარეზებს. 21 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლაზიშვილი ღონისძიებაში უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად მიიღებს მონაწილეობას. ნურმაგომედოვი სწორედ UFC-ის ის მებრძოლია, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად მერაბ დვალიშვილს თავს დაესხა. ლაზიშვილი იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ის მარლონ მორაესს დაუპირისპირდება.