“პატივს ვცემ საქართველოსა და ქართველებს - შეწყვიტეთ ხალხების ერთმანეთზე გადაკიდება, ეს კონფლიქტი ჩვენ შორისაა და მას ადრე თუ გვიან მოვაგვარებთ" - რას წერს დაღესტნელი მოჭიდავე აბუ-დაბიში მომხდარზე?

სპორტი ·

“პატივს ვცემ საქართველოსა და ქართველებს - შეწყვიტეთ ხალხების ერთმანეთზე გადაკიდება, ეს კონფლიქტი ჩვენ შორისაა და მას ადრე თუ გვიან მოვაგვარებთ" - რას წერს დაღესტნელი მოჭიდავე აბუ-დაბიში მომხდარზე?

"ბევრ ცრუ ინფორმაციას ვხედავ და მინდა ნათელი მოვფინო სიტუაციას, რომელიც საქართველოში მოხდა. პრესკონფერენციაზე მერაბთან სასაუბროდ მივედი და მეგობრულად დავიწყე, მან კი დამარტყა და ქართულ ენაზე დედა შემაგინა. მოგვიანებით მითარგმნეს, რაც თქვა. ამ სიტყვებისთვის მას ბოდიში არ მოუხდია, ასეთ რამეს კი არავის ვპატიობ. იმ დღიდან ვეძებდი შესაძლებლობას, მერაბს შევხვედროდი და მისი სიტყვებისთვის პასუხი მომეთხოვა, მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს და გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი კაცი გააკეთებდა ოჯახის შეურაცხყოფისთვის.