ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
სპორტი ·

უნგრეთთან 0:2 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ განაცხადა, რომ გუნდი დაშვებულ შეცდომებზე იმუშავებს და მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება. ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნაჩვენები შედეგისთვის ბოდიში მოიხადა.