გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

სპორტი ·

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

გოგა ბითაძის უშეცდომო თამაში და „ორლანდო მეჯიქის“ ზედიზედ მესამე გამარჯვება NBA-ში. ფლორიდულმა კლუბმა მორიგ ტურში „მილუოკი ბაქსი“ 107-99 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა და გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ბითაძემ შეტევაში 100-პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა. მან ხუთივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო სროლა ზუსტად გამოიყენა. 4-მატჩიანი წაგებათა სერიის დაძლევის შემდეგ, “ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 5 მოგებითა და 7 მარცხით მე-9 ადგილზეა.