ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეთოთხმეტედ გახდა: ოქრო 75+ კატეგორიაში და სერბეთის ჭადრაკის ფედერაციის სპეციალური ჯილდო
სპორტი ·

სერბეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრია იორგიჩმა, დაჯილდოების ცერემონიაზე ხაზი გაუსვა ქართველი მოჭადრაკის განსაკუთრებულ წვლილს ჭადრაკის განვითარებაში. ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია. ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 16 წლის განმავლობაში, 1962-დან 1978 წლამდე ინარჩუნებდა. 1978 წელს კი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელსაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა.