მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში „ბორჯღალოსნები“ ტონგას მასპინძლობენ. LIVE

სპორტი ·

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში „ბორჯღალოსნები“ ტონგას მასპინძლობენ. LIVE

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს საიუბილეო, მე-300 შეხვედრას მართავს. მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში „ბორჯღალოსნები“ ავჭალის სტადიონზე ტონგას მასპინძლობენ. სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ბექა გორგაძე, მეორე ხაზში კი გაგი მარგველაშვილი და კოტე მიქაუტაძე ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები 19 ქულით ჯგუფის ლიდერია და მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებს, ტონგა კი მე-17 ადგილზეა.