მოჭადრაკე ზურაბ სტურუა სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტი ·

სერბეთმა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. 65 წელს ზემოთ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ. ზურაბ სტურუამ ტურნირი დაუმარცხებლად განვლო, 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველი დიდოსტატი უკვე ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 50+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის.