"გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით“ - მერაბ დვალიშვილის გამარჯვება აბუ-დაბიში და პირველი კომენტარი
სპორტი ·

ბრძოლის შემდეგ მერაბმა აბუ-დაბის მთავრობას მიმართა და უსმან ნურმაგომედოვისა და იმ პირების გათავისუფლება სთხოვა, რომლებმაც 11 ნოემბერს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში თავს დაესხნენ. "მივმართავ აბუ-დაბის მთავრობას ან მათ, ვისაც ეს შეუძლია - გთხოვთ, გაათავისუფლეთ ის ბიჭები. გთხოვთ - რადგან, ჩვენ მებრძოლები ვართ და ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე მინდა რომ ისინი გათავისუფლდნენ" - აღნიშნა სპორტსმენმა გამარჯვების შემდეგ. ახლა ჯერი საბა ლაზიშვილზეა.