RAF-ზე ქართველმა მებრძოლებმა, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა გამარჯვება მოიპოვეს

სპორტი ·

RAF-ზე ქართველმა მებრძოლებმა, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა გამარჯვება მოიპოვეს

აბუ-დაბიში მიმდინარე Real American Freestyle-ზე (RAF) ორმა ქართველმა მოასპარეზემ, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა გამარჯვება მოიპოვეს, მესამე მებრძოლი, გიგა ჭიკაძე კი დამარცხდა. მერაბ დვალიშვილმა, რომელიც აბუ-დაბის საპატიმროდან გუშინ, 13 ნოემბერს გაათავისუფლეს, დაძაბულ ბრძოლაში ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ მან პასუხისმგებელ პირებს მიმართა, გაათავისუფლონ მასთან დაპირისპირებაში მონაწილე პირები.