მერაბ დვალიშვილი: გამათავისუფლეს და თავს კარგად ვგრძნობ... იმედი მაქვს, ყველა დანარჩენსაც გაათავისუფლებენ - მე მათ არ ვუჩივლებ
სპორტი ·

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელადაა. მან აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში UFC-ის მებრძოლებთან, ძმებ ნურმაგომედოვებთან და მათ თანმხლებ პირებთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ მათაც გაათავისუფლებენ. „მინდა ყველას შევატყობინო, რომ გამათავისუფლეს და თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ, გავაგრძელო. მადლობა აბუ-დაბიში ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა.