მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სპორტი ·
საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უნგრეთთან მატჩის წინ განაცხადა, რომ გუნდს ევროპის ჩემპიონატის მსგავსი თამაშის ჩვენება კვლავ შეუძლია. ფეხბურთელის თქმით, ნაკრები მზადაა თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს.