ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სპორტი ·
ზაგრების გრან პრიზე საქართველომ გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა და ორი მედალი მოიპოვა - გიორგი ლოლაძემ (73 კგ) ოქრო, საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) კი ბრინჯაო. ლოლაძემ ანტონიო დე ანგელისი (ლატვია), ჯეფერსონ ჟუნიორი (ბრაზილია), იეონათან ელბაზი (ისრაელი), ჯასტინ ლემირი (კანადა), აკილ ჯაკოვა (კოსოვო) და ჯოშუა გრინი (ირლანდია) დაამარცხა.