"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

სპორტი ·

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა "ლანსმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 41 წლის ფრანგი სპეციალისტი იანიკ კაჟაკი დაითხოვა. კლუბი ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე სახლში "კომოსთან" შერცხვა და 1:9 განადგურდა, შემდეგ კი ლიგა 1-ში საკუთარ მოედანზე "მარსელთან" 1:2 დამარცხდა. ეს ხელმძღვანელობისთვის მოთმინების ფიალის ამოწურვას უდრიდა და იანიკსაც კარისკენ მიუთითეს. კაჟაკმა "ლანსს" მხოლოდ 9 შეხვედრაში უხელმძღვანელა, სადაც 3-ჯერ მოიგო და 6-ჯერ დამარცხდა.