"მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

სპორტი ·

"მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

ხვიჩა კვარაცხელიამ Twitch-ზე საბა ლაზიშვილის სადებიუტო ბრძოლას უყურა, სადაც ლაზიშვილმა ამერიკელი ურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა. ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი დაამარცხა, გიგა ჭიკაძე კი ზაბიტ მაგომედშარიპოვთან დამარცხდა.