ხვალ საქართველოს ნაკრები თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს
სპორტი ·

ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი უნგრელებს მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს. დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს, მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხეს. „რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. წარმატება ყოველთვის აადვილებს იმ გზის გავლას, რომელიც დავისახეთ. გამარჯვება გამარჯვებულის ფსიქოლოგიას აყალიბებს.