"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

სპორტი ·

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. "მერაბ, საბა! მადლობა და თქვენ გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადა თქვენ დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან და, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ", – წერს ხვიჩა კვარაცხელია.