"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა

სპორტი ·

"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა

კევინ დე ბრუინის მეუღლემ, მიშელ ლაკრუამ განაცხადა, რომ ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა და ქალაქში არსებული შეზღუდვების გამო ოჯახთან ერთად წასვლას გეგმავს. მისი თქმით, ნეაპოლში პოპულარობის გამო ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელია.