ჩივილს არ ვაპირებ. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა… – მერაბ დვალიშვილი
სპორტი ·

აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. დვალიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკითხის მოგვარებაში მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტში მონაწილე სხვა პირებსაც გაათავისუფლებენ. „მინდა, ყველას ვაცნობო, რომ გამათავისუფლეს, თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ, ყველაფერი გავაგრძელო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა.