"ჩემმა ძმამ ერთი მთავარი რამ მასწავლა - ჩემი ოცნებებისთვის ბევრი ვიშრომო და არასდროს დავნებდე“ - თორნიკე კვარაცხელია ხვიჩაზე, საკუთარ საფეხბურთო გზასა და დიდ ოცნებაზე
სპორტი ·

ჩემი ქვეყნის სახელით თამაში ყოველთვის საამაყო იქნება ჩემთვის, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ჩემს ძმასთან ერთად ასპარეზობა სულ სხვა გრძნობა იქნებოდა. ეს ოცნების ახდენაა!“ - აცხადებს თორნიკე. თორნიკესა და ხვიჩას შორის ცხრა წელია ასაკობრივი სხვაობა. უმცროსი კვარაცხელია არ მალავს, რომ ბავშვობიდან მისი მთავარი საფეხბურთო ორიენტირი სწორედ უფროსი ძმა იყო. მას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა, მის თამაშს სწავლობდა და დროთა განმავლობაში ხვიჩას საფეხბურთო სტილის გარკვეული ელემენტებიც საკუთარ თამაშში გადაიტანა.