5 წლის ჩემპიონი გოგონა ქუთაისიდან - შვიდივე პარტიის მოგებით მოპოვებული პირველი ადგილი
სპორტი ·

გზა იმერეთის ჩემპიონობიდან საქართველოს ჩემპიონობამდე. 5 წლის ქუთაისელმა მოჭადრაკემ საქართველოს ჩემპიონატზე ხუთ, ექვს და შვიდ წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის იასპარეზა და პირველი ადგილი შვიდივე პარტიის მოგებით მოიპოვა. ნიცა ტყეშელაშვილი ტურნირებში ოთხი წლის ასაკიდან მონაწილეობს. პატარა მოჭადრაკეს თეთრი ფიგურებით თამაში უყვარს - პარტიასაც თეთრებით იწყებს და, როგორც წესი, გამარჯვებით ასრულებს. 5 წლის ნიცა ოჯახში ერთადერთი ჩემპიონი არ არის. მის უფროს დასაც საჭადრაკო ჩემპიონატებში არაერთი თასი აქვს მოგებული.