ვარლამ წიკლაურმა კათოლიკურ ეკლესიას საკონფერენციო ოთახის დათმობაზე უარი უთხრა — მიზეზი

საზოგადოება ·

ვარლამ წიკლაურმა კათოლიკურ ეკლესიას საკონფერენციო ოთახის დათმობაზე უარი უთხრა — მიზეზი

Catholic.ge-ის ცნობით, ახალციხის მერმა, ვარლამ წიკლაურმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ, კათოლიკურ ეკლესიას საკონფერენციო დარბაზის გამოყოფის თხოვნაზე უარი უთხრეს. წიკლაურმა და თაქთაქიძემ დარბაზებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება მოიმიზეზეს, მაგრამ, მედიაგამოცემის ინფორმაციით, არცერთ სივრცეში აღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა. 13 ნოემბერს კათოლიკურმა ეკლესიამ დაგეგმა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლისთავს ეძღვნებოდა.