“არ უყადრებდა თავს განუკურნელ დაავადებას, მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა ამის შესახებ“ - მეგობრები პოეტსა და მთარგმნელ ლელა სამნიაშვილს ემშვიდობებიან

49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი. გამორჩეულ ფიგურას, რომელმაც დიდი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მეგობრები ამაღელვებლად ემშვიდობებიან. “ლელა სამნიაშვილი ჩვენთვის, რეზო გეთიაშვილის მეგობრებისთვის, პირველ რიგში იყო რეზოს ლელა! - რეზოს ლელადვე დარჩება. ქართულ ლიტერატურას კი სამუდამოდ დარჩება ის დიდებული პოეზია და თარგმანები, რაც მოკლე დროში მოასწრო. ღირსეული ღირსეულად წავიდა: არ უყადრებდა თავს განუკურნელ დაავადებას - მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა ამის შესახებ.