უფსკრულის თავზე მოწყობილი 300-მეტრიანი თაღი, რომელიც ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ყველაზე რთული ამოცანა იყო, შესრულებულია - საუკუნის პროექტად შეფასებული ხიდი, როგორც საქართველოს სავიზიტო ბარათი

საზოგადოება ·

კავკასიონის მთებში, მკაცრ ბუნებასთან ჭიდილი რთული პროცესია, თუმცა საუკუნის პროექტისთვის ნამდვილად ღირს. კობი-ქვეშეთის 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობის ყველაზე რთული ამოცანა შესრულებულია - უფსკრულის თავზე 300-მეტრიანი თაღი მოეწყო, სანამ მასზე ხიდი გაიდება, ეს არქიტექტურული ნაგებობა, ხადის ხეობის მთავარ სანახაობად უკვე იქცა. მშენებლებმა ბეწვის ხიდზე იარეს. უფსკრულის თავზე თითქმის 2 წელი გაატარეს - ორ მთას შორის საუკუნოვანი კავშირის დასამყარებლად. თაღოვანი კონსტრუქცია დატვირთვას საყრდენებზე ანაწილებს.