უნიკალური შანსი - 3470 ლარი და ახალი MINI შენია

მსოფლიოს მრავალფეროვან ავტოინდუსტრიაში იშვიათია ბრენდები, რომელთაც ისეთი მტკიცე და განუმეორებელი იდენტობა აქვთ, როგორიც MINI -ს. ეს ნამდვილი ბრიტანული ხასიათია - თამამი ურბანული დიზაინით, რომელიც 65 წელზე მეტია არ კარგავს თავდაპირველ იერსახესა და კონცეფციას. ათწლეულების წინ MINI ქალაქის ქუჩებისთვის განკუთვნილი კომპაქტური მოდელების (ჰეჩბექების) ეტალონად იქცა, დროთა განმავლობაში კი მისი მემკვიდრეობა თავისუფლებასა და მართვის სიამოვნებასთან დაკავშირებულ კიდევ უფრო ფართო ცნებად ჩამოყალიბდა.