“პირდაპირ ღია ცის ქვეშ სძინავს, რამდენიმე დღეც და გაიყინება“ - რა ხდება ცნობილი უსახლკარო მამაკაცზე, რომელიც ყაზბეგის გამზირზე, ქუჩაში ცხოვრობს

საზოგადოება ·

“პირდაპირ ღია ცის ქვეშ სძინავს, რამდენიმე დღეც და გაიყინება“ - რა ხდება ცნობილი უსახლკარო მამაკაცზე, რომელიც ყაზბეგის გამზირზე, ქუჩაში ცხოვრობს

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი ყაზბეგის გამზირში მდებარე ერთ-ერთი სკვერიდან კადრებს ავრცელებ, სადაც მამაკაცი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. “ამ კაცზე, ყაზბეგის ქუჩაზე, ბევრმა მომწერეთ და წუხელ ვნახეთ. მართლა პირდაპირ ღია ცის ქვეშ სძინავს საწყალს. მეორე ბიჭი, რომელიც კურიერად მუშაობს, აღარ დაგვხვდა, წასულა და თუ შემთხვევით ამ პოსტს ნახავს, ვთხოვ, მომწეროს, რომ მისი დახმარებაც შევძლო. მომეხმარეთ, დავაყენოთ ეს კაცი ფეხზე. აქ, რამდენიმე დღეც და გაიყინება, ქუჩიდან არავინ არ შეუშვებს ქირით. თანახმაა ნებისმიერ საცხოვრებელზე.