77 წლის მხედარი გულიანა სანოძე - ხონის თეატრის მოქმედი მსახიობი, რომელიც საოჯახო მეურნეობას უვლის, სტუმრებს მასპინძლობს და საყვარელ პროფესიასაც არ ღალატობს

საზოგადოება ·

77 წლის მხედარი გულიანა სანოძე - ხონის თეატრის მოქმედი მსახიობი, რომელიც საოჯახო მეურნეობას უვლის, სტუმრებს მასპინძლობს და საყვარელ პროფესიასაც არ ღალატობს

77 წლის ცხენზე ამხედრებულ გულიადა სანოძეს ცხოვრების სადავეები კვლავ მტკიცედ უჭირავს. ასაკს მისი ცხოვრების ჩვეული რიტმი არ შეუცვლია - დღემდე ცხენი მისი ყოველდღიური თანამგზავრია. მისი დღე დილაადრიან იწყება, საქმე არასდროს ელევა - გორდში, მამაპაპისეულ სახლს გულიადა სანოძემ ძველი სიცოცხლე დაუბრუნა. წარსულის მოგონებებით სავსე კერა კვლავ მასპინძლობს სტუმრებს, სახლის დიასახლისი კი ერთგულად აგრძელებს სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს. მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული ის ადგილია, სადაც 60 წელია უცვლელად დგას.