4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

4 წლის გიორგის, რომელიც სავაჭრო ცენტრ „ჰუალინგ პლაზას“ მესამე სართულიდან გადმოვარდა და მძიმე ტრავმები მიიღო, მკურნალობის გასაგრძელებლად 64 000 დოლარი ესაჭიროება. ოჯახის ცნობით, კომპანიამ ორთვიანი დაფინანსების შემდეგ მკურნალობის ხარჯების დაფარვაზე უარი თქვა.