4 წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, უკვე წელიწად-ნახევარია, მშობლები საკუთარი შვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის იბრძვიან. გიორგიმ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, თავის ტვინის დაზიანება მიიღო. მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა, დაკარგა მეტყველების უნარი და განუვითარდა მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, გიორგის ჩაუტარდა არაერთი ურთულესი ოპერაცია - ელენთის ამოკვეთა, მარცხენა ფეხის ოპერაცია, კრანიოტომია (თავის ქალის ძვლის დროებითი ამოღება) და კრანიოპლასტიკა (თავის ქალის აღდგენა იმპლანტებით).