თბილისის ვოკალისტთა მეხუთე საერთაშორისო კონკურსის, "OPERA CROWN-ის" ლაურეატები გამოვლინდნენ

საზოგადოება ·

თბილისის ვოკალისტთა მეხუთე საერთაშორისო კონკურსის, "OPERA CROWN-ის" ლაურეატები გამოვლინდნენ

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვოკალისტთა V საერთაშორისო კონკურსს - OPERA CROWN თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა. მსოფლიოს 24 ქვეყნიდან კონკურსის მონაწილე 55 ახალგაზრდა შეაფასა საერთაშორისო ჟიურიმ. ჟიურის თავმჯდომარე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე იყო. I პრემიის მფლობელი ლიუკ ნორველი (აშშ) საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან ჭუმბურიძემ დააჯილდოვა.