სტუ-ის რექტორი სტუდენტ საბა ლაზიშვილს აბუ-დაბიში Real American Freestyle-ის სადებიუტო ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს

საზოგადოება ·

სტუ-ის რექტორი სტუდენტ საბა ლაზიშვილს აბუ-დაბიში Real American Freestyle-ის სადებიუტო ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტს, საბა ლაზიშვილს, აბუ-დაბიში Real American Freestyle-ის (RAF) სადებიუტო ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს და მომავალ წარმატებებს უსურვებს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.