შიო მესამე: ვეცადოთ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი

პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ისაუბრა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამემ სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. დღესვე სამების ტაძარში, საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი გაიმართება. პატრიარქის ნათლული, ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები გახდებიან. „წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნებაზე. ბოროტი სულები მიხვდნენ რა რომ დადგა დასასრული ამ საწყალ კაცზე ბატონობის, სთხოვეს უფალს ნება მიეცა ღორების კოლტში შესულიყვნენ.