„შაბათის მარშის“ მონაწილეები 28 ნოემბრის აქციას უერთდებიან და მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას აანონსებენ

საზოგადოება ·

„შაბათის მარშის“ მონაწილეები 28 ნოემბრის აქციას უერთდებიან და მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას აანონსებენ

„შაბათის მარშის“ ორგანიზატორების განცხადებით, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების გაკეთებიდან 2 წლის თავზე, ისინი დიდ მარშს გეგმავენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობა და შეკრება მეტრო „ავლაბართან“ დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება. „28 ნოემბერს, ორი წელი სრულდება, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა. ამ გადაწყვეტილებას მასობრივი პროტესტი მოჰყვა.