სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად

საზოგადოება ·

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 9-13 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით თბილისში შეხვედრები გამართა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად.