საქართველოში ხალხი თირკმელს და ღვიძლს ყიდის - ჟურნალისტური გამოძიება

საზოგადოება ·

საქართველოში ხალხი თირკმელს და ღვიძლს ყიდის - ჟურნალისტური გამოძიება

"ვყიდი და ან ვეძებ თირკმელს" - "შაბათის ეთერმა" არა ერთ ჯგუფში მიაკვლია განცხადებას, რომ მოქალაქეები გაჭირვების გამო, საკუთარ ორგანოებს ყიდიან. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორგანოებით ვაჭრობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფულის აღება დონაციის სანაცვლოდ 15 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, როგორც "შაბათის ეთერის" ექსპერიმენტმა აჩვენა, ხალხი რისკზე მიდის, მოთხოვნა დიდია, დონორების პოვნა ჭირს.