საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიას უმასპინძლა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციები, ბიზნესგარემო და კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლებს BAG ინდექსის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც დეტალურად იყო ასახული კერძო სექტორის მიმდინარე განწყობები, მოლოდინები…