საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია - შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა, ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს

საზოგადოება ·

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია - შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა, ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში შეხვედრები დაასრულა და ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესი შეაფასა. როგორც bpn.ge წერს, ფონდის მიერ გავრცელებულ შემაჯამებელ განცხადებაში მიმოხილულია გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის სფეროები. ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა, ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.