გათავისუფლების შემდეგ საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიდან ვიდეო მიმართვა გაავრცელა: დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი დადებითი შეტყობინება მომდის, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ

გათავისუფლების შემდეგ საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიდან ვიდეო მიმართვა გაავრცელა. გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრისთვის აქტიურად ემზადება. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი დადებითი შეტყობინება მომდის, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ძალიან მიხარია, ამდენ სიყვარულს რომ ვგრძნობ თქვენგან. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არაფერი განსაკუთრებული არ მჭირს, მხოლოდ პატარა ნაკაწრებია.