საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, 15 ნოემბერს, 00:00 ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, 15 ნოემბერს, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. "15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს "თბილსერვის ჯგუფი" ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, მითითებულ პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება.