როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

13 ნოემბერს საქართველოში შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად ღრუბლიანობა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ღამით მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლოა მოთოვოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +18, +23 გრადუსი იქნება, მთაში +13, +18, მაღალმთაში კი +6, +11 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.