რელიგიის სააგენტომ წალკის ეპარქიას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მანგლისისა და წალკის ეპისკოპოს გრიგოლ კაციას, წალკაში მცხოვრები შეჭირვებულებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს" ჰუმანიტარული დახმარება - 16 ფუთა ტანსაცმელი გადაეცა.