რეაბილიტაციის გამო ჭოველიძის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00-მდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ასევე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე - ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე. აღნიშნულია, რომ შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.